შვედეთში შობის დღეს მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს

შვედეთში, ქალაქ ესკილსტუნაში უცნობმა პირმა ადგილობრივ მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს. სამართალდამცავების ინფორმაციით, შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
ინციდენტი გუშინ, შობის დღეს მოხდა. პოლიციის მტკიცებით, ეს არ იყო შემთხვევითობა და მეჩეთს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს. ხანძარი ლოცვის დროს დაიწყო, როდესაც მეჩეთში დაახლოებით 20 ადამიანი იმყოფებოდა.
ცნობისთვის, მეჩეთი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზეა განლაგებული. თვითმხილველების განცხადებით, ხანძარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფანჯარაში რაღაც ნივთი ისროლეს. სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები