26 დეკემბერი

10:00
საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” მესამე პავილიონში, საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრესკონფერენცია გაიმართება.
10:30
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში მოჭიდავეები, ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს იმართება, პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
„რედისონში“, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის შესახებ პრეზენტაციას დაესწრებიან.
11:30
“რეპორტიორის” პრესკლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს. თემა: “2014 წლის 11 თვის ექსპორტ-იმპორტის წინასწარი მონაცემების შეფასება.“ მისამართი: იოსებიძის ქუჩა #57 საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 75 65 33
12:00
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში “ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის თავმჯდომარე” ნატო შავლაყაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ძალადობა ოჯახში და მსხვერპლთა თავშესაფარი. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.

12:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრ­ია­რქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპ­ოლი­ტი, უწმინ­დესი და უნეტარესი ილია II და თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა გამოფენას „საქართველოს მინერალები და სამშენებლო ქვები“ დაესწრებიან.
12:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, E60 ავტომაგისტრალის რუისი-აგარის 3კმ-იან მონაკვეთს გახსნიან. მისამართი: რუისი-აგარის 105-ე კმ.
13:00
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ ბენზინის, დიზელის და ავტოგაზის ფასებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას გამართავს, სადაც კონკურენციის სააგენტოს განცხადებით მიმართავენ და შეთანხმებული ფასების დამადასტურებელ მტკიცებულებებს წარუდგენენ. მისამართი: ინგოროგვას 7, მთავრობის კანცელარიის წინ. საკონტაქტო პირი: ბექა კემულარია – 551 28 21 41
15:00
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში, საახალწლო ღონისძიება გაიმართება, რომელშიც მონაწილეობასაც ჟურნალისტები, მომღერლები და პოლიტიკოსები მიიღებენ. პროექტის ორგანიზატორები სამოდელო სააგენტო “კატრინი” და უმაღლესი სასწეავლებელი “newuni“ არიან. მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი 12 კილომეტრი საკონტაქტო პირი: ეკატერინე მგალბლიშვილი 574 11 11 15
18:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სახელმძღვანელოს „აფხაზური ზეპირმეტყველების გაკვეთილები“ პრეზენტაცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები