სეპარატისტები: კიევთან ტყვეების გადაცვლაზე შევთანხმდით
დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების წარმომადგენლების განცხადებით, მინსკში შეხვედრის შედეგად კიევთან ტყვეების გადაცვლის შესახებ შეთანხმება მიღწეულია.
„მინსკის მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს, რაიმე შეთანხმებაზე საუბარი კი ჯერჯერობით ნაადრევია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ტყვეების გადაცვლის თაობაზე შეუხებლობის ბოლო წერტილები წაშლილია. 225 კაცზე გადაიცვლება 150, გადაცვლის პრინციპია: „ყველა ყველაზე“. სხვა დანარჩენზე ვთანხმდებით“, – განაცხადა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ.
„ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ლიდერმა იგორ პლოტნიცკიმ კი აღნიშნა, რომ უკრაინული მთავრობა 225 ადამიანს გაათავისუფლებს, სეპარატისტები კი – 150 ტყვეს.
სეპარატისტების უნფორმაციით, ტყვეების გადაცვლა შესაძლოა, შაბათ-კვირას მოხდეს.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, უკრაინის უშიშროების სამსახურმა კიევის მზადყოფნა ტყვეების გადაცვლის შესახებ ფორმატით: „ყველა ყველაზე“ – დაადასტურა.