კულტურის სამინისტროს საჩუქარი მსჯავრდებულებს

 

  დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან, გიორგი მღებრიშვილთან ერთად სასჯელაღსრულების 8 დაწესებულების იმ პატიმრებს შეხვდა, რომლებმაც მას წერილი მოსწერეს და მხატვრული ლიტერატურის გადაცემა სთხოვეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებას კულტურის მინისტრი ეწვია და შობა-ახალი წელი მიულოცა. პატიმრებმა მიხეილ გიორგაძეს ხატი აჩუქეს. მინისტრი კი დაჰპირდა, რომ მომავალში სასჯელაღსრულების დაწესებულების რეგლამენტის ფარგლებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ჩატარებას უზრუნველყოფს.
მიხეილ გიორგაძის ინიციატივით, სხვადასხვა გამომცემლობის მიერ დაბეჭდილი ლიტერატურა ასევე გადაეცემა სასჯელაღსრულების თოთხმეტივე დაწესებულების ბიბლიოთეკებსაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები