პუტინი ალკოჰოლურ სასმელებზე ფასების ზრდის წინააღმდეგ გამოდის
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ალკოჰოლურ სასმელებზე ფასების ზრდის წინააღმდეგ გამოდის.
როგორც მან განმარტა, ალკოჰოლიზმთან ბრძოლას სხვა მეთოდები სჭირდება. პუტინის განცხადებითვე, ალკოჰოლიზმის პრობლემა კულტურისა და სპორტის მიმართ ინტერესის გზით უნდა გადაიჭრას.
სამშაბათს სახელმწიფო სათათბირომ კანონი მიიღო, რომელიც ტელევიზიითა და რადიოს მეშვეობით რუსული ღვინის, შამპანურისა და ლუდის რეკლამირების ნებართვას გასცემს.
მიმდინარე წელს რუსეთში ნახევარი ლიტრი არყის ფასი 30 პროცენტით გაძვირდა.