ნინო გიორგობიანმა კონკურსის გამარჯვებულს სიგელი რაჭაში პირადად ჩაუტანა



  შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი რაჭაში ჩავიდა და „სიკეთე უსასრულოა“ – კონკურსის გამარჯვებულს სიგელი გადასცა. კონკურსში გამარჯვებულ ქეთი ქემოკლიძეს, რომელმაც ამბროლაურიდან თბილისში დაჯილდოებაზე ჩამოსვლა ვერ მოახერხა, ნინო გიორგობიანმა საჩუქარი თავად ჩაუტანა.
„დღეს ამბროლაურში მე-7 კლასის მოსწავლე ქეთი ქემოკლიძეს კონკურსში „სიკეთე უსასრულოა“ გამარჯვებისთვის სიგელი და საჩუქრები გადავეცი. ქეთიმ დაჯილდოებაზე ჩამოსვლა და დასწრება ვერ მოახერხა, ამიტომ სიგელი და წიგნები მას თავად ჩავუტანე და გამარჯვება მივულოცე. კონკურსი შსს-ს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ „ბერი ანდრიას სახელობის ფონდთან“ ერთად განახორციელა. შსს-ს წარმომადგენლები ასევე გადასცემენ სიგელებს და საჩუქრებს კონკურსში გამარჯვებულ, რეგიონებში მცხოვრებ ყველა მოსწავლეს, რომლებმაც დაჯილდოებაზე ჩამოსვლა ვერ მოახერხეს“, – წერს ნინო გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

10850457_876080359081125_1383258267_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები