ჰონგ-კონგის პოლიციამ საპროტესტო აქცია დაარბია და 12 ადამიანი დააკავა
ჰონგ-კონგის პოლიციამ ქალაქის მთავარ ქუჩაზე შეკრებილი ათასობით დემონსტრანტი დაარბია და 12 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა ‘’გარდიანი’’ავრცელებს.
დემონსტრანტები ქალაქის ადგილობრივი მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებდნენ და მთავრობის შეცვლის ინიციატივით გამოდიოდნენ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ქალაქში ჩატარებული ყველა საპროტესტო აქცია პოლიციის უხეში ჩარევით დასრულდა.
დღეს ქალაქის პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზისა და ხელკეტების მეშვეობით დაარბია. ჰონგ – კონგის უფლებათა დამცველები დემონსტრანტებს მხარს უჭერენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი ადგილობრივ მთავრობას რეაგირებას სთხოვენ.