რუსეთში რუბლის დაცემა ადამიანური ემოციების ბრალია
“რუსეთში რუბლის დაცემა ადამიანური ემოციების ბრალია”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. “რუსეთში რუბლის ტურბულენტობას ნამდვილად აქვს ადგილი, მაგრამ ეს ადამიანური ემოციებით და განწყობის სპეკულაციით იხსნება”, – აცხადებს პესკოვი. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში რუბლის ვარდნის განხილვასთან დაკავშირებით კრემლში არანაირი შეხვედრა არ იგეგმება.
შეგახსენებთ, რუსეთში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დოლარი და ევრო სტაბილურად იზრდება. 5 დეკემბრის შემდეგ რუბლმა ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. რუსულ ბაზარზე დღეს 1 დოლარი 52.1645 რუბლს შეადგენს, 1 ევრო კი 63.7731 რუბლს.