ლავროვმა ლუკაშენკოს განცხადებებს „გულწრფელი საუბარი“ უწოდა

ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ინიციატივა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების უცხოურ ვალუტაზე გადასვლის შესახებ მინსკის სასარგებლოდ არ მოტრიალდება. ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„რაც შეეხება ბელორუსიას, და სავაჭრო ურთიერთობებში ევროსა და დოლარზე გადასვლას, რუსეთისთვის საგრძნობი დადებითი სალდოთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ბრუნვაა. ამიტომ ვალუტაზე მისი გადაცვლის შემთხვევაში, ბელორუსიას საკუთარი სავალუტო რეზერვებიდან მოუწევს გადახდა. სავაჭრო სალდო ჩვენს სასარგებლოდაა. ევროსა და დოლარზე გადაყვანა, ჩემი აზრით, ეფექტური არ იქნება, მათ შორის ბელორუსიის ეკონომიკის თვალსაზრისით. არ ვფიქრობ, რომ ეს სქემა კონკრეტულად დამუშავდება“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა ასევე  რუსეთის „უტვინო“ პოლიტიკის შესახებ ლუკაშენკოს განცხადებას კომენტარი გაუკეთა. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „ჩვენ გულწრფელად ვესაუბრებით ერთმანეთს. მაგრამ როდესაც ყოველი მოსაუბრე საკუთარ აზრს გამოთქვამს – ესეც ახლო მეკავშირეობის ნიშანია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები