რომის პაპმა ერაყში მყოფ ქრისტიან დევნილებს დაურეკა

რომის პაპმა ფრანცისკმა საშობაო ლიტურგიის წინ ერაყის ქურთისტანში მყოფ დევნილებს დაურეკა. პაპმა „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების მიერ დევნილებს მხარდაჭერა გამოუცხადა. პაპის თქმით, ის მთელი გულით მათთანაა.
სააგენტო „ბი-ბი-სის“ ცნობით, პაპმა ქალაქ ერბილთან ახლოს მდებარე დევნილების ბანაკში დარეკა. საუბრის ტრანსლირება იტალიური ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა. პაპის თქმით, ის გულით დევნილებთანაა, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და მოხუცების ბედითაა შეშფოთებული.
„უდანაშაულო, დაღუპული ბავშვების ექსპლუატაცია ხდებოდა… მე მათ ბებიებზეც და ბაბუებზეც ვფიქრობ, მოხუცებზე, რომლებმაც ცხოვრება გაიარეს და ახლა იძულებულნი, არიან ეს ჯვარი ატარონ“, – უთხრა პაპმა დევნილებს. მან აღნიშნა, რომ დევნილებს, იესოს მსგავსად, წასვლა მოუხდათ, რადგან მათ სახლები წაართვეს.
რომის პაპმა დევნილებს შობაც მიულოცა.
წმინდა პეტრეს ტაძარში მესის დროს პაპმა მორწმუნეებს ასევე ახლობლებისა და ნათესავების მიმართ თანაგრძნობისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები