უკრაინაში რადას დეპუტატებს ყუმბარა ესროლეს (ვიდეო)

კიევში უცნობმა პირმა უზენაესი რადას დეპუტატებს ყუმბარა ესროლა. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ იუწყება. ინციდენტი გრუშევსკის ქუჩაზე, სასტუმრო „კიევთან“ გუშინ საღამოს მოხდა. უცნობმა პირმა სახალხო დეპუტატებს ფეხებში ყუმბარა ესროლა. რადას წევრებს შორის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ანდრეი პარუბიც იმყოფებოდა.
აფეთქების შემდეგ დამნაშავე კრეპოსტნოის შესახვევისკენ გაიქცა. მილიცია მას დაედევნა, დამნაშავემ კი მათ მეორე ყუმბარა ესროლა. შედეგად მილიციის ერთი თანამშრომელი დაშავდა.
ექსპერტები ადგენენ, რა ტიპის ყუმბარა გამოიყენა უცნობმა პირმა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=vJsHM7HFNH0″ width=”560″ height=”315″]

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=9JssRMXvgSw#t=17″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები