25 დეკემბერი
10:00
NEW
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
10:00
NEW
საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძე და მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული პრობლემების გასაცნობად, შეხვედრას გამართავენ. მისამართი: დიღომში, ჩაფიძის კლინიკასთან
10:30
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ერაყის რეგიონალური მთავრობის ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტროს კომპანიების რეგისტრაციის და დირექტორატის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს კოვან ჯალალს შეხვდება.
10:30
NEW
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში კოდორის ხეობიდან დევნილები პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: მიმართვა პროკურატურას 2008 წლის მოვლენების გამოძიებასთან დაკავშირებით. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა: 599 72 65 65.
11:00
NEW
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. ქუთაისი, პარლამენტის დარბაზი N302
11:00
NEW
“Holiday Inn”-ში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, პროექტ „საქართველოს მთავრობა ღიაv მმართველობისთვის“ ფარგლებში, სამინისტროს მუშაობის ორწლიან ანგარიშს წარადგენს. მისამართი: 26 მაისის მოედანი #1
11:00
NEW
პორტალ “კვირას” პრესკლუბში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
11:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე, კბილაშვილის მთავარი პროკურორობის დროს თანამდებობის იმ პირების სახელებს, გვარებს და იმ საქმეებს გაასაჯაროვებს, რომლებსაც კბილაშვილმა და სხვა პირებმა დააფარეს ხელი.
11:00
NEW
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი, 198-ე საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ღონისძიებას დაესწრება. მისამართი: შარტავას №20
11:00
NEW
“პირველი რადიოს” რადიო კლუბის სტუმრები თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ადვოკატები – ლევან სამუშია, სოსო ბარათაშვილი, გიორგი სამუშია და ვახტანგ კვიჟინაძე იქნებიან. თემა: თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების საქმის ახალი დეტალები.
11:00
NEW
ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში, კამპანიის “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” მონაწილეები შეიკრიბებიან და საქართველოს პარლამენტის წევებისთვის დასარიგებელ სიმბოლურ საჩუქრებს მოამზადებენ. მისამართი: ბროსეს ქ. №10
11:30
NEW
“კვირას” პრესკლუბში, “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული საკითხები.
11:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში უფლებადამცველი სოსო მანჯავიძე ხელფასებისა და დანამატების შესახებ სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
11:30
NEW
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში კახა კოჟორიძე, საყდრისთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:00
„ივერიონის“ პრესკლუბში ვალერი ხაბურზანია ბრიფინგს გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობა, რუსეთ- საქართველოს ურთიერთობა, საქართველოში პრორუსული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები, მაესტროს გარშემო განვითარებული მოვლენები, რამდენიმე აუცილებელი ღონისძიება, რაც არჩევნებამდე უნდა განხორციელდეს, პარტიების დაფინანსება და ეკლესია. მისამართი: კოსტავას 6 პირველი სადარბაზო, მე-3 სართული
12:00
NEW
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება. ქუთაისი, პარლამენტის დარბაზი N306
12:00
NEW
ხონის მუნიციპალიტეტში, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამხედრო დასახლებაში გაზიფიცირების სამუშაოების დასრულებას დაესწრებიან და მრავალშვილიან ოჯახში სიმბოლურად გაზქურას აანთებენ.
12:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე მუშტი“ და სხვადასხვა სტუდენტური მოძრაობა სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. თემა: საყდრისის მდგომარეობის შეფასება, პრემიერ-მინისტრის განცხადებების ანალიზი, მოძრაობის პოზიციის დაფიქსირება პოლიტიკური პარტიების პროცესში ჩარევასთან დაკავშირებით.
12:00
NEW
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში კომპანია „არემჯის“ კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ. შპს „ინდუსტრია კირისა“ და შპს „ჯორჯიან ენერჯის“ წარმომადგენლები იმ სირთულეებზე ისაუბრებენ, რომლის წინაშეც „არემჯისთან“ საწარმოო ჯაჭვით დაკავშირებული ათეულობით კომპანია შეიძლება დადგეს, იმ შემთხვევაში თუ კომპანიას არ მიეცა სრული დატვირთვით მუშაობის საშუალება.
12:00
NEW
ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ “M მედი 22” -ის თანამშრომლობის ფარგლებში, კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარდება სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახების მცირეწლოვან ბავშვებსა და მოზარდებს. ბავშვები სამედიცინო ცენტრში ნაძალადევის რაიონის გამგებელ ზაზა გაბუნიასთან ერთად მივლენ. მისამართი: ბუაჩიძის ქუჩა N12, სამედიცინო ცენტრი “M მედი 22”. საკონტაქტო პირი: თათია 593882626
12:30
NEW
“რეპორტიორის” პრესკლუბში, ქართველი ოსი და აფხაზი საზოგადოების წარმომადგენლები ერთობლივი საერთაშორისო ორგანიზაცია “საზოგადოებრივი დიალოგის ცენტრის” შექმნის შესახებ განცხადებას გააკეთებენ, რომელსაც ფილიალები სოხუმში, ცხინვალში და თბილისში ექნება. საკონტაქტო პირი: ოთარ სტეფანიშვილი 577 93 08 04
13:00
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიასთან არსებული სათათბიროს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი სათათბიროს წევრებს 2014 წელს გაწეული მუშაობის შედეგებს გააცნობს. მისამართი:თავისუფლების N2
13:00
NEW
„ივერიონის“ პრესკლუბში პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს. მისამართი: კოსტავას 6 პირველი სადარბაზო მე-3 სართული.
13:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში მევლუდ ბობოხიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: პოლიციისა და პროკურატურის უმოქმედობა, აუთვისებელი ბიუჯეტი წყალტუბოში.
13:00
NEW
“თბილისი მოლში”, წიგნის ფესტივალის ფარგლებში, წინანდლის პრემიის პირველი ეტაპის ნომინანტებს საზოგადოებას წარუდგენენ.
13:00
NEW
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, იმერეთის რეგიონის ჟურნალისტებს შეხვდება. მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ.N№32, სააპელაციო სასამართლო საკონტაქტო პირი: ქეთი ტყეშელაშვილი 577 55 77 35
14:00
კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) შეხვედრების დარბაზში “ადგილობრივი/რეგიონალური მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა” პრეზენტაცია გაიმართება. მისამართი: ი. აბაშიძის ქ. N 43/15, კავსაძისა და აბაშიძის ქუჩების გადაკვეთა
14:00
NEW
იუსტიციის სასწავლო ცენტრში, პროექტის „ევროკავშირის სამართალი“ დახურვის ცერემონიალი გაიმართება. მისამართი: პოლიტკოვსაკაიას 3ა,(იუსტიციის სასწავლო ცენტრი )
14:00
NEW
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომნატეხებში, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე, მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოებს დაათვალიერებენ. საკონტაქტო პირი: ირაკლი გაფრინდაშვილი 599 56 18 47
14:00
NEW
„ივერიონის“ პრესკლუბში ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს.
14:00
NEW
ქალაქ ვანში, გამგეობის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის წევრი ფრაქცია “ქართული ოცნებიდან” დათო ლორთქიფანიძე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებმაც სასოფლო-სამეურნეო სააგენტოსგან გრანტი მიიღეს.
14:00
NEW
“ქორთიარდ მარიოტში” სახალხო დამცველი ევროკავშირის პროექტის “სახალხო დამცველის მხარდაჭერის” ფარგლებში, გენდერის თემაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ ჟურნალისტებს დააჯილდოებს.
15:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ ეკოკლუბის მიერ ორგანიზებული კონკურსის „შექმენი საახალწლო ნაძვის ხე“ გამოფენა და დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.
15:00
NEW
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის, საახალწლო სპექტაკლი გაიმართება, რომელსაც განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრებიან. მისამართი: უზნაძის ქ. №52
16:00
NEW
„ბრავო რექორდსში“ ნანი ბრეგვაძის მიერ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კონცერტთან დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართება.
19:00
NEW
თბილისის მერი დავით ნარმანია, პარლამენტის წინ მთავარ ნაძვის ხეს აანთებს.