შვილმა დედა თამაშში ხელის შეშლის გამო მოკლა



  რუსეთში 37 წლის მამაკაცმა საკუთარი დედა კომპიუტერული თამაშის დროს ხელის შეშლის გამო ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას vesti.ru ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, 63 წლის ქალბატონი ვორონეჟის ოლქის სოფელ ნიჟნია ოლშანკაში მოკლული აღმოაჩინეს. სამართლადამცავებმა დანაშაულის გახსნა ცხელ კვალზე მოახერხეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 22 დეკმებრის ღამეს გარდაცვლილსა და მის ვაჟს შორის უთანხმოება წარმოიშვა იმ მიზეზით, რომ დედა ვაჟს კომპიუტერულ თამაშში უშლიდა ხელს. ვორონეჟის ოლქის საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად მამაკაცმა ხელი დაავლო დანას და დედას ზურგში დაარტყა. მიღებული ჭრილობების შედეგად ქალბატონი გარკვეული ხნის შემდეგ გარდაიცვალა.
ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები