ვიქტორ ორბანი: აშშ უკრაინაში კონფლიქტს თავისი მიზნებისთვის იყენებს
აშშ უკრაინაში კონფლიქტს ევროპაში თავისი გავლენის გაძლიერებისთვის იყენებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„აშშ-ს კონფლიქტში ჩვენი ჩათრევა სურს, რაც ჩვენთვის ცუდი შედეგის მომტანი აღმოჩნდება. „ცივი ომის“ განწყობა აშშ–ს და რუსეთს შორის ფორმირდება და უნგრეთს ამაში მონაწილეობის მიღება არ სურს“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
ადგილობრივი ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ორბანმა განაცხადა, რომ „ახალი ერა დაიწყო, როდესაც აშშ–მ არა მარტო ჩარევა, არამედ ცენტრალური ევროპის შიდა პოლიტიკაში აქტიური მონაწილეობა დაიწყო“. უნგრელი პრემიერის აზრით, ეს ყველაფერი „უკრაინაში კონფლიქტის და ასევე აშშ–ს და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების“ გამო ხდება.