სენტ-ლუისში პოლიციამ შავკანიანი მოზარდი მოკლა
აშშ-ში ქალაქ სენტ-ლიუსში პოლიციამ კიდევ ერთი შავკანიანი მოზარდი მოკლა. ინციდენტი ქალაქის გარეუბან ბერკლში, ფერგიუსონიდან 3 კილომეტრში მოხდა. შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ფერგიუსონში ასევე შავკანიანი მოზარდი მაიკლ ბრაუნი მოკლეს.
ხელისუფლების განცხადებით, თინეიჯერმა ბენზინგასამართ სადგურზე პოლიციელს იარაღი დაუმიზნა. ამის შემდეგ პოლიციელმა მას ესროლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოკლული ანტონიო მარტინი 18 წლის იყო. 18 წლის მარტინთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელმაც გაქცევა მოახერხა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე აღშფოთებული ხალხი შეიკრიბა. ისინი ძალის გამოყენებით დაამშვიდეს.