”ნაფტოგაზ-უკრაინამ” რუსულ ”გაზპრომს” 1, 65 მილიარდი დოლარის დავალიანება გადაურიცხა
”ნაფტოგაზ-უკრაინამ” რუსეთის უმსხვილეს ბუნებრივი აირის მწარმოებელ კომპანია ”გაზპრომს” 1, 65 მილიარდი დოლარის დავალიანება გადაურიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია „გაზპრომის“ წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა.
შეგახსენებთ,რომ ბრიუსელში მიღებული შეთანხმების მიხედვით ”ნაფტოგაზს” ”გაზპრომისთვის” წლის ბოლომდე 3.1 მილიარდი დოლარის დავალიანება უნდა გაესწორებინა. თანხის პირველი ნაწილი 1.45 მილიარდი დოლარი მან კომპანიას ამა წლის ნოემბერში გადაურიცხა, მეორე ნაწილი კი 1.65 მილიარდი დღეს. უკრაინულმა მხარემ ბრიუსელი მიღებული შეთანხმება შეასრულა.