იაპონიის იმპერატორმა მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა

იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა. საზეიმო ცერემონია ტოკიოში, იმპერატორის სასახლეში გაიმართა. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა საკუთარი მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად იმპერატორის დამტკიცების შემდეგ შეუდგება.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა. იაპონიის თავდაცვის მინისტრი ამიერიდან გენ ნაკატანია, რომელიც ამ პოსტს 2001-2002 წლებში ძიუინტირო კოიძუმის მთავრობაში იკავებდა.
ცნობისთვის, თავდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა აკინორი ეტომ თანამდებობა საკუთარი ნებით, მის პოლიტიკურ ფონდებში დარღვევების აღმოჩენის გამო დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები