ერაყში აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

ერაყში, ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთით ძლიერი აფეთქება მოხდა. ტელეკომპანია Sky News Arabia-ს ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 56 კი დაიჭრა.
როგორც ადგილობრივმა პოლიციამ მანამდე განაცხადა, ტერორისტი -„კამიკაძე“ ერაყის არმიის 42-ე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ხელფასის ასაღებად რიგში მდგომ სამხედროებში გაერია და ასაფეთქებელი მოწყობილობა აამუშავა.
ცნობისთვის, ტერაქტების, საბრძოლო მოქმედებების და ძალადობის სხვა აქტების მსხვერპლი ერაყში ამ წლის ნოემბერში 1,232 ათასი ადამიანი გახდა, – აცხადებს გაეროს მისია ერაყში. მისიის ინფორმაციით, ერთი თვის მანძილზე დაიჭრა 2,434 ათასი ადამიანი. სამოქალაქო პირებს შორის დაღუპულთა რიცხვი უშიშროების ძალების დაღუპულ თანამშრომელთა რიცხვს 3-ჯერ აჭარბებს და 936 ადამიანს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები