24 დეკემბერი

10:00
საგამოფენო ცენტრ ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში, საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-6 ფორუმი გაიხსნება. ფორუმს მინისტრი ლევან ყიფიანი გახსნის.
10:30
NEW
ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე , ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია და „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სპეციალური მმართველი გია ბენაშვილი, ნაძალადევის რაიონში , ასკურავას N 1-ში გაზიფიცირების სამუშაობის დასრულებას დაესწრებიან.
11:00
“ჰოლიდეი ინნ-ში” ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ღვინის სექტორში არსებულ კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.
11:00
“რეპორტიორის პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ბრიფინგს გამართავს. თემა: 2014 წლის საბიუჯეტო პროცესის შეფასება და 2015 წლის ბიუჯეტის თავისებურებები. მისამართი: იოსებიძის ქუჩა #57 საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 75 65 33
11:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საშობაო სპექსტაკლს დაესწრება.

11:00
NEW
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საფრანგეთიდან დაბრუნებული სულხან მოლაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
12:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტთა 74-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება.
12:00
NEW
მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.
12:00
NEW
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
12:00
NEW
საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რეფორმები „ბიო ნარკოტიკებთან“ დაკავშირებით. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.

12:00
NEW
რესპუბლიკის მოედნიდან ენერგეტიკის სამინისტრომდე, საპროტესტო მსვლელობა ავტომობილების კოლონით “ბენზინზე მონოპოლისტური ფასების წინააღმდეგ” დაიწყება. ( შეკრება 12:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიის” წინ შადრევანთან )
13:00
NEW
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება. ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
13:00
NEW
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის დავით ზურაბიშვილის ინიციატივით, მრავალშვილიანი ოჯახებისა და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ყინულის მოედანზე ღონისძიება მოეწყობა. მისამართი: კოსტავას № 75
15:00
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, სლოვაკეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენთან და ქველმოქმედთან, კომპანია “EUROCOM INVESTMENT”-ისა და “GINO-Paradise”-ის დამფუძნებელთან ნოდარ გიორგაძესთან შეხვედრა გაიმართება.
19:00
„რედისონში“ 2014 წლის მაშტაბური ღონისძიება, „ქართული ბრენდის დღე 2014“ გაიმართება. რიგით მე–12 ნაციონალური ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალს საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ წარმოგიდგენთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები