„ანტიმაიდნელი“ აქტივისტი: უკრაინის უშიშროების საბჭოში ჯოხით გაუპატიურებას მიპირებდნენ

„ანტიმაიდნის“ აქტივისტმა იგნატ კრომსკოიმ, რომელიც ცნობილია მეტსახელით ტოპაზი, განაცხადა, რომ უკრაინის უშიშროების საბჭოში მას აწამებდნენ. „ლენტა.რუს“ ცნობით, ეს განცხადება ტოპაზმა სასამართლოში გააკეთა, სადაც მისი საქმე განიხილებოდა.
კრომსკოის თქმით, 18 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მისი დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, ის უკრაინის უშიშროების საბჭოს შენობაში გადაიყვანეს და აწამეს. აქტივისტის მტკიცებით, მას სცემდნენ, „თავზე აირწინაღს აფარებდნენ და ჟანგბადის მილს უკეტავდნენ“. „მემუქრებოდნენ, რომ ბენზინს გადამასხამდნენ და დამწვავდნენ, რომ ჯოხით გამაუპატიურებდნენ“, – ამბობს ტოპაზი. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ის მოკვდება, პასუხი უშიშროების საბჭოს უნდა მოსთხოვონ.
კრომსკოის ადვოკატები დაკავებულისთვის დაცვის დანიშვნის შუამდგომლობით გამოვიდნენ.
უკრაინის უშიშროების საბჭოს რეაქცია ტოპაზის ბრალდებებზე ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, იგნატ კრომსკოი „ანტიმაიდნის“ აქტივისტი იყო. ის ასევე ხარკოვში არეულობის ორგანიზატორად ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები