საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი მოსალოდნელ ტერორისტულ თავდასხმაზე საუბრობს
დღეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა, შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საფრანგეთში ტერორისტული თავდასხმის ალბათობა არსებობს.
”ბოლო დღეებში საფრანგეთში მომხდარი ინციდენტები იმაზე მეტყველებს, რომ არსებობს ტერორისტული თავდასხმის ალბათობა. საჭიროა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, რის გამოც დღეიდან ყველა სამსახურში განსაკუთრებული მობილიზაცია გამოცხადდება”, – განაცხადა ვალსმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ქ. ნანტში სატვირთო ავტომობილის მძღოლი გამიზნულად შეეჯახა საახალწლო საჩუქრებით სავსე მარკეტს, რის შედეგადაც ათი ადამიანი დაშავდა.