პუტინი ისლამისტების მხრიდან აზიაზე შესაძლო თავდასხმას არ გამორიცხავს

დღეს მოსკოვის კრემლში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აზია შესაძლოა, ავღანეთიდან ისლამისტების შეტევის მსხვერპლი გახდეს. ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ლიდერებს ის მობილიზებისკენ მოუწოდებს და მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებას სთხოვს.
„დღევანდელი მდგომარეობა ძალიან მაფიქრებს, რადგან ე.წ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ავღანეთის გარკვეულ პროვინციებში მათი იდეოლოგიის გაავრცელებას ცდილობენ”, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას შესაბამისი ზომების მიღებას სთხოვს.
ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალ რაჰმონმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ორგანიზაცია ტაჯიკეთსაც გაუწევს დახმარებას, რადგანაც ქვეყანას ახლა ურთულესი პერიოდი აქვს.
„ტაჯიკეთს აქვს ურთულესი როლი, ტერორიზმთან, რადიკალიზმთან და ექსტრემისტებთან ბრძოლაში ბუფერული ზონა გახდეს. ასეთ დროს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ამ საკითხში ეფექტურ მხარდაჭერას გაგვიწევს და გვერდში დაგვიდგება”, – განაცხადა რაჰმონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები