ისა მუნაევი: ჩეჩნეთი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულია

ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალების გენერალი ისა მუნაევი რუსეთის ფედერაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„მე, ისა მუნაევი, ჩეჩენი, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მოქალაქე მთელ მსოფლიოს ვუცხადებ: ჩემი ქვეყანა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულია. რუსეთის ფედერაციამ ჩემი ხალხის – 300 000 ადამიანის მოკვლით 300 000-ჯერ მე მომკლა. რუსეთის ფედერაციამ 42 000 უდანაშაულო ბავშვის დახოცვით, 42 000 ჩემს შვილს მოუსწრაფა სიცოცხლე.
რუსეთის ფედერაციამ საფილტრაციო ბანაკში 255 000 ადამიანი განდევნა და ამით 255 000-ჯერ მე მაწამა. რუსეთის ფედერაცია 30 000 ადამიანზე მეტს დღემდე აწამებს საკუთარ საკონცენტრაციო ბანაკებში და ამით დღემდე ჩემი გულის გახლეჩვა ხდება“, – წერს გენერალი.
ისა მუნაევის განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ ჩეჩენ ხალხს მშვიდობა წაართვა და ამით თავად გენერალის მშვიდობაც გათელა.
„რუსეთის ფედერაციამ 250 000 ადამიანს სამშობლოსთან ურთიერთობის საშუალება წაართვა და ამით დამსაჯა წამებული გრძელვადიანი სიკვდილით, რასაც სამშობლოს მონატრება ჰქვია.
ჩემი ხალხიდან ნებისმიერი, რომელიც არ ცხოვრობს ჩემი გრძნობებით და ტკივილით, ჩემთვის ასმაგად სულმდაბალი ადამიანია, ვიდრე რუსეთის ფედერაციაა. ჩემი ხალხიდან ნებისმიერი, რომელიც რუსეთის ფედერაციის განადგურების აზრით, არ ცხოვრობს, ჩემთვის იგივეა, რაც პუტინი“, – წერს გენერალი.
მუნაევი აღნიშნავს: „ჩემი ხალხიდან ნებისმიერი, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის რაიმე სხვა ფორმატზე ფიქრობს, უფრო სულმდაბალია, ვიდრე პუტინი. რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი მტერი, ავტომატურად, ყველანაირი წინაპირობის გარეშე ჩემი მეგობარია!“
ცნობისთვის, ისა მუნაევი ცნობილია, როგორც პუტინის პირადი მტერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები