მარიუპოლში სარკინიგზო ხიდის აფეთქებას ტერორისტულ აქტად აფასებენ
უცნობებმა მარიუპოლში, მდინარე კალჩიკის თავზე, სარკინიგზო ხიდი ააფეთქეს. ამის შესახებ მარიუპოლის საქალაქო საბჭოში განაცხადეს. ინციდენტი დღეს ღამით მოხდა.
საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, საბედნიეროდ, დაშავებულები არ არიან. მატარებლების მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეჩერებულია. ინციდენტის გამოძიების მიზნით, საქალაქო შტაბი შეიქმნა. სამართალდამცვავების თქმით, ინციდენტი, პრიორიტეტული ვერსიით, ტერაქტი იყო.