ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრა გააუქმა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელორუს კოლეგასთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის გამართვა გადაიფიქრა. სააგენტო РБК-ს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება პუტინმა მას შემდეგ მიიღო, რაც ლუკაშენკომ რუსეთის პოლიტიკა მკაცრად გაკრიტიკა.
შეგახსენებთ, რომ ლუკაშენკოს და პუტინის შეხვედრა მოსკოვში ევრაზიული ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას უნდა გამართულიყო.
შეხვედრის გადადების შესახებ ჟურნალისტებს პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განუცხადა.
ამასთან, უშაკოვმა აღნიშნა, რომ ლუკაშენკოსგან განსხვავებით, ყაზახეთის პრეზიდენტთან რუსეთის ლიდერი შეხვედრას მაინც გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკომ პეტრე პოროშენკოს „ახლობელი ადამიანი“ უწოდა და 24 საათის განმავლობაში მას ნებისმიერი თხოვნის შესრულებას დაჰპირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები