გერმანიაში გამართულმა ანტიემიგრაციულმა აქციებმა შესაძლოა, ქვეყნის პრესტიჟზე უარყოფითად იმოქმედოს

ამ წუთებში, გერმანიის ქ. დრეზდენში ანტიემიგრაციული საპროტესტო აქცია იმართება. 18 ათასამდე გერმანიის მოქალაქე სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რომლის შედეგადაც მუსულმანური ქვეყნებიდან გერმანიაში დევნილად ჩაბარებული ადამიანების რაოდენობამ განსაკუთრებით იმატა. ”გერმანია არ არის ემიგრაციის ბუდე,” ”არა რელიგიურ ფანატიზმს,”- წერია საპროტესტო აქციაზე მისული ადამიანების ბანერებსა და დროშებზე.
საპროტესტო აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია PEGIDA აწყობს. მისი თავმჯდომარე ლუტც ბაჩმანი ამბობს, რომ გერმანია ჰუმანური სახელმწიფოა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა რელიგიური მრწამსის ადამიანმა გვერდი-გვერდ უნდა იცხოვროს: ” ჩვენი ორგანიზაცია და აქ შეკრებილი ადამიანები არც ერთი რელიგიური მრწამსისა და წარმომავლობის ადამიანს არ ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გერმანია ემიგრაციის ბუდედ უნდა იქცეს. ქრისტიანული და მუსულმანური მრწამსის ადამიანებმა კი გვერდი-გვერდ იცხოვრონ”, – განაცხადა ბაჩმანმა.
დრეზდენში გამართულ მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე კომენტარი ქვეყნის კანცლერმა ანგელმა მერკერმაც გააკეთა. მისი თქმით, ემიგრაციის მზარდი განვითარება ქვეყანაში ხელს შუწყობს შობადობის ზრდას ევროპაში. მერკელი ქსენოფობიის გამოვლინების ყველანაირ სახეს ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ მსგავსი საპროტესტო აქციები ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელია და მის საერთაშორისო იმიჯს საფრთხეს უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები