დუმაში ლუკაშენკო რუსეთის ღალატში დაადანაშაულეს
„ალექსანდრე ლუკაშენკო სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, საჭიროა თუ არა მისი ქვეყნის „მოსისხლე მტრისკენ“ გადახრა“, – ეს განცხადება კომუნისტმა, დსთ-ს და ევრაზიის ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ ნიკიტინმა გააკეთა. ამასთან, ნიკიტინმა აღნიშნა, რომ ბელორუსიის პრეზიდენტს დასავლურ ქვეყნებთან თანამშრომლობამ მას, შესაძლოა, სარგებელი მოუტანოს.
„რუსეთიც უნდა დაფიქრდეს, როგორ განამტკიცოს დღევანდელ პირობებში კავშირი ჩვენს სახელმწიფოებს შორის“, – განაცხადა ნიკიტინმა. დუმის ფრაქცია „სპრავედლივაია როსიას“ თავმჯდომარის მოადგილის მიხეილს ემელიანოვის თქმით კი, უკრაინის ექსპრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის მაგალითს ალექსანდრე ლუკაშენკოსთვის არაფერი უსწავლებია.
„დასავლეთი რუსეთის მეკავშირეებთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობს, მაგრამ ეს მისი ტაქტიკური თამაშია. უცნაურია, რომ ლუკაშენკოს ეს არ ესმის. ის არასდროს არ გახდება დასავლეთისთვის ახლო ადამიანი, და თუ მიჰყვება დასავლეთს, ბელორუსიის პრეზიდენტმა, საუკეთესო შემთხვევაში, შესაძლოა, ვიქტორ იანუკოვიჩის ბედი გაიზიაროს“, – ამბობს ემელიანოვი.
ლუკაშენკოს ქმედებებს ემელიანოვმა ღალატი უწოდა. „მას და პეტრე პოროშენკოს თბილი ურთიერთობები აქვთ, მათ საქმე აქვთ ადამიანებთან, რომლებიც ხელისუფლებაში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდნენ – ეს ანტირუსული პროექტი იყო“, – ამბობს ემელიანოვი.