კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა აშშ-ს თეთრ სახლზე, პენტაგონზე და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავდასხმით დაემუქრა

 

   აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა უშედეგოდ და დაუდევრად ავრცელებს ჭორებს იმის შესახებ, რომ ჩრდილო კორეელმა ჰაკერებმა კინოსტუდია Sony Pictures-ის კომპიუტერები გატეხეს. ამის შესახებ ფხენიანში განაცხადეს. კორეის სახალხო რესპუბლიკის მთავრობამ ვაშინგტონი გააფრთხილა თეთრ სახლზე, პენტაგონზე და „მთელ შეერთებულ შტატებზე – ტერორისტების შეკრების ადგილზე“ დარტყმის განხორციელებისთვის მზადაა.

ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, მსგავსი რიტორიკა ჩრდილო კორეული პროპაგანდისტული მანქანისთვის ჩვეული ამბავია, განსაკუთრებით აშშ-სთან ურთიერთობების გართულების დროს.

„თუმცა კორეის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების კომიტეტის განცხადება ასევე ცხადყოფს, რომ ფხენიანზე კიმ ჩენ ინის მკვლელობაზე გადაღებულმა ფილმმა იმოქმედა“, – აღნიშნავენ ბრიტანელი ჟურნალისტები.

გარდა ამისა, ეს განცხადებები აშშ-ს შეტყობინებების ფონზე ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფო არ არის მზად, შესაძლო ბირთვული იერიშის მოსაგერიებლად.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს და კორეის რესპუბლიკას შორის ურთიერთობა კინოსტუდია Sony-ში გადაღებული ახალი ფილმის „ინტერვიუს“ გამო დაიძაბა. სიუჟეტის მიხედვით, ჟურნალისტების გადაბირება ხდება იმისთვის, რომ ისინი ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრონ და სახელმწიფოს ლიდერი კიმ ჩენ ინი მოკლან. 24 ნოემბერს ჰაკერებმა ინტერნეტში კინოკომპანიის თანამშრომლების კომპიუტერებიდან მოპარული ინფორმაცია გამოაქვეყნეს. გარდა ამისა, გასაჯაროვდა თანამშრომლებისა და კინოვარსკვლავების პირადი მონაცემები და მიმოწერა. ზოგიერთი მენეჯერის და პროდიუსერის გამონათქვამები სკანდალად იქცა. ვაშინგტონი ფხენიანს ადანაშაულებს იმაში, რომ გამონათქვამები კინოთეატრებში, სადაც ფილმ „ინტერვიუს“ ჩვენება იგეგმებოდა, ტერაქტების მოწყობის მუქარას შეიცავდნენ.

კომპანია Sony-მ კი მუქარების გამო ფილმის პრემიერა გადადო. ბარაკ ობამამ კვლავ წინ წამოწია კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის იმ ქვეყნების სიაში შეყვანის საკითხი, რომლებიც ტერორისტებს აფინანსებენ. კორეის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების კომიტეტმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ მზადაა აშშ-ს წინააღმდეგ ყველა სახის შეიარაღება გამოიყენოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები