მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სვეტიცხოვლიდან გამოაბრძანეს

  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები გამოაბრძანეს. სვეტიცხოვლის ტაძარში პარაკლისი შესრულდა, რის შემდეგაც, წმინდა მამის ნაწილებიან ხის ლუსკუმას სახურავი გადახადეს და საკურთხეველში შეაბრძანეს, შემდეგ კი ტაძრიდან გამოაბრძანეს.
გარკვეულ მონაკვეთზე წმინდა ნაწილებიანი ლუსკუმა მღვდელმთავრებმა და სასულიერო პირებმა ფეხით ატარეს. მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს თბილისამდე ავტომაქანით გადააბრძანებენ. ვარდების მოედნიდან კი სამებამდე მოხდება ფეხით მსვლელობა. ამ დროისთვის „ვარდების მოედანი“ ავტოტრანსპორტის მოძრაობისთვის გადაიკეტა. მოედანზე შეკრებილია მრევლი, ასევე მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები და ჯარისკაცები.
სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები