რა თემები განიხილეს “თავისუფალმა დემოკრატებმა” პრეზიდენტთან (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი დღეს “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერებს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხები იყო. გიორგი მარგველაშვილმა პარტიის წარმომადგენლებისგან მათი პოზიციისა და ახალი ინიციატივების თაობაზე მოისმინა ინფორმაცია და მათ საკუთარი მოსაზრება გააცნო. როგორც საუბრისას აღინიშნა, აუცილებელია ყველა ძალის კონსოლიდაცია, რათა პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზა მოიძებნოს. საუბარი ასევე შეეხო სამომავლო ნაბიჯებს ქვეყნის უსაფრთხოების გასამყარებლად და საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურებას ამ მიმართულებით. როგორც ირაკლი ალასანიამ განაცხადა, „თავისუფალი დემოკრატები“ ემხრობიან პრეზიდენტის მოსაზრებას, საქართველოში შედგეს საერთაშორისო ფორუმი, რომელზეც ამ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელებენ. შეხვედრისას, ასევე განიხილეს ისეთი თემები, როგორიცაა: საქართველო-რუსეთის ურთიერთობის, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების აუცილებლობისა და იმ კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას. ყურადღება მათ დევნილთა პრობლემებზეც გაამახვილეს.
„თავისუფალმა დემოკრატების“ წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს პრეზიდენტის ინიციატივა შეხვედრა გაემართა პოლიტკურ პარტიებთან ქვეყნის მნიშვნელოვან  გამოწვევებთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები კვლავაც უნდა გაიმართოს.
შეხვედრას „თავისუფალი დემოკრატების“ მხრიდან ესწრებოდნენ: ირაკლი ალასანია, მაია ფანჯიკიძე, ვიქტორ დოლიძე და ირაკლი ჩიქოვანი. დიალოგში მონაწილეობა მიიღეს ასევე უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა: ირინე იმერლიშვილმა და ივლიანე ხაინდრავამ, ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ და პრეზიდენტის მრჩევლებმა: გიორგი აბაშიშვილმა და თენგიზ ფხალაძემ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=ed457H1Umbg&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

10168158_375402272628052_7866528580341223489_n 10360443_375402142628065_967671004640260317_n 10416590_375402139294732_241320549168680058_n 10675797_375402135961399_8947787850101274942_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები