„სასურველი იქნება, მინისტრი მოვიდეს პარლამენტში და გვიპასუხოს, ვინ იყო განცხადების ინიციატორი“

ფრაქცია “ქართული ოცნება-რესპუბლიკელების” თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრი პარლამენტში უნდა მივიდეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხოს. მისივე თქმით, მინდია ჯანელიძემ პასუხი უნდა გასცეს კითხვაზე, თუ ვინ იყო თავდაცვის სამინისტროს განცხადების ინიციატორი.
დეპუტატის აზრით, სწორედ ამის შემდეგ შეიძლება მინდია ჯანელიძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი.
“ამ დრომდე მინისტრის მოადგილე საუბრობს. მან დეპარტამენტის უფროსი დაიმოწმა. წავიკითხე სახუმარო პოსტი, გვაჩვენეთ სტაჟიორი, ვინც ეს განცხადება დაწერაო. თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ იყო ადეკვატური. იყო ძალიან მძიმე და უმწიფარი მორალურად, პოლიტიკურად. გამოვიდა დაღუპული ჯარისკაცის და ყველა იმ მებრძოლის უნებური შეურაცხყოფა, ვინც უკრაინაში ჩვენი საერთო მოწინააღმდეგის წინააღმდეგ იბრძვის. რაც შეეხება მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს, როგორც პარლამენტის წევრს, ფრაქციის თავმჯდომარეს, მაინტერესებს პასუხების მისგან მოსმენა. სასურველი იქნება, მოვიდეს პარლამენტში და გასცეს პასუხი, ვინ იყო აღნიშნული განცხადების ინიციატორი – თავად, მოადგილე, სტაჟიორი, თუ მასზე ზემდგომი პირი”, -აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები