პაკისტანში რუსეთის მოქალაქე აჰლას ალჰაკი სიკვდილით დასაჯეს

პაკისტანის მთავრობამ ქვეყნის პრეზიდენტზე ფერვეზ მუშარაფაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი 4 ადამიანი სიკვდილით დასაჯა. სიკვდილით მისჯილებს შორის რუსეთის მოქალაქე აჰლას აჰლაკიც იყო, – წერს პაკისტანის გაზეთი Dawn-ი.
რუსეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს.
„აჰლაკის დასჯა ამა წლის 21 დეკემბერს დაიგეგმა. ისლამაბადში რუსეთის საელჩომ და მოქალაქის ადვოკატებმა აღსრულების გადადება სცადეს, თუმცა, პაკისტანის შსს-ს ინფორმაციით, აჰლაკი 3 თანამზრახველთან ერთად ქალაქ ფეისალაბადში სიკვდილით დასაჯეს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების შეტყობინებაში.
გაზეთ Dawn-ის ინფორმაციით, გასამართლებულები ჩამოახრჩეს. ცნობილია, რომ მათ ნათესავებს დაკავებულებთან დამშვიდობების შესაძლებლობა მისცეს. ცნობისთვის, აჰლას აჰლაკი 1979 წელს ვოლგოგრადში დაიბადა. მისი მამა პაკისტანელია, დედა – რუსეთის მოქალაქე. აჰლაკი რუსეთიდან 2001 წელს წავიდა, 2003 კი მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. შეგახსენებთ, რომ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე თალიბების ქალაქ ფეშავარში სკოლაზე თავდასხმის შემდეგ გააუქმა. ტერაქტის შედეგად 140 ადამიანი დაიღუპა.
მორატორიუმის გაუქმების შემდეგ პაკისტანის ციხეებში დაუყოვნებლივ სიკვდილით დასჯის აღსრულება დაიწყეს.

10877844_888859401154299_159856415_n 10884571_888859404487632_962802865_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები