ბელორუსიის პრეზიდენტი უკრაინას მხარდაჭერას დაჰპირდა

ბელორუსიისა და უკრაინის პრეზიდენტებმა გუშინ დახურული შეხვედრა გამართეს. დღეს კი ირკვევა, რომ ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს მხარდაჭერას დაჰპირდა.
„პიოტრ, მე წინა შეხვედრაზეც გითხარით, რომ თუ რაიმე სახის დახმარება დაგჭირდებათ ბელორუსიისგან, მზად ვართ, რომ ეს დახმარება იმ დღესვე აღმოგიჩინოთ. ბელორუსია მანამდეც მხარდაჭერას უცხადებდა უკრაინის პრეზიდენტს და იგივეა ახლაც. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობები გვაკავშირებს, არამედ იმიტომაც, რომ უკრაინა და ბელორუსია მეზობლები არიან. ჩვენ ერთმანეთისთვის ძალიან ახლობელი ადამიანები ვართ“, – განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა.
პოროშენკომ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ლუკაშენკოს ასეთი მხარდაჭერისთვის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღიარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები