ჩინეთი იაპონიის საკამათო კუნძულებთან სამხედრო ბაზას აშენებს

ჩინეთი იაპონიის სენკაკუს საკამათო კუნძულებთან მსხვილ სამხედრო ბაზას აშენებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის და იაპონიის საკამათო ტერიტორიებთან ბაზის აშენების შესახებ ინფორმაციას სააგენტო „კიოდო“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მშენებლობა კუნძულ ნანცზიზე მიმდინარეობს, რომელიც სენკაკუდან 300 კილომეტრში მდებარეობს. იაპონია სენკაკუს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. როგორც სააგენტო „კიოდო“ წერს, სამხედრო ბაზის მშენებლობა ჩინეთის საბრძოლო მზადყოფნას გააძლიერებს და მის დაზვერვით უნარებს გააღრმავებს. ცნობილია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟებულია რამდენიმე რადარი და აშენებულია ასაფრენი ბილიკები.
შეგახსენებთ, რომ სენკაკუს კუნძულების გარშემო ტერიტორიული კამათი მას შემდეგ გამძაფდრდა, რაც 2012 წლის სექტემბერში ტოკიომ კერძო მესაკუთრეებისგან კუნძულების ყიდვის შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ანტიიაპონური მასობრივი დემონსტრაციები ჩატარდა. ახლა საკამათო კუნძულების მახლობლად ჩინური საპატრულო გემები მუდმივად მოძრაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები