ჩინეთი, აუცილებლობის შემთხვევაში, მზადაა, რუსეთს დაეხმაროს

აუცილებლობის შემთხვევაში, ჩინეთი მზადაა, რუსეთს დახმარება გაუწიოს. ჩინეთში ფიქრობენ, რომ მოსკოვს არსებული ეკონომიკური პრობლემების გადასაწყვეტად საკუთარი საკმარისი შესაძლებლობები არ აქვს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვან ის ამ მოსაზრებას გაზეთი China Daily ავრცელებს.
ნავთობზე ფასის დაცემის და დასავლეთის სანქციების გამო მიმდინარე წელს რუბლი გაუფასურდა, მისი ფასი 45 პროცენტზე მეტად დაეცა. წინა კვირას ერთი ევროს ფასი 100 რუბლი, ერთი დოლარის კი – 80 რუბლი იყო.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, ცენტრალური ბანკი და მთავრობა პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს სწორად გააკეთებს. კრიზისი კი მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში მოგვარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები