„აშშ-ში მოუთმენლად ელიან ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პრემიერის გაცნობას“

   ვაშინგტონში მოუთმენლად ელიან, გაიცნონ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერის აშშ-ში ვიზიტი კარგი შანსია საქართველოს მთავრობისთვის საკუთარი თავის წარმოსაჩენად. „მინდა საქართველოს მივულოცო ახალი საელჩო ამერიკაში. ეს არაჩვეულებრივი ადგილი და შესანიშნავი შენობაა, რომელიც ახლოსაა რამდენიმე სხვა საელჩოსთან. ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ხვალ იწყება. ვფიქრობ, დაგეგმილ შეხვედრებზე იქნება შესაძლებლობა, რომ საქართველომ და შეერთებულმა შტატებმა განიხილონ რეგიონსა და უკრაინაში შექმნილი ვითარება. ასევე, გააღრმავონ ორმხრივი ურთიერთობები რამდენიმე მიმართულებით. ველით შეხვედრებს თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში და სხვა პოლიტიკურ ინსტიტუტებთან. ეს კარგი შანსია საქართველოს მთავრობისთვის, რომ წარმოაჩინოს საკუთარი თავი. ვაშინგტონში მოუთმენლად ელიან, გაიცნონ ახალი პრემიერ-მინისტრი, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი მსოფლიოში,” – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები