22 დეკემბერი
11:00
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში, „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ორწლიანი მუშაობის ანგარიშს წარადგენს. მისამართი: გუდაშვილის 7
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: რადიაციული საფრთხე საქართველოში-რა კავშირშია იაპონიიდან შემოსული ავტომობილები?
11:00
თბილისის მერიაში შეხვედრა გაიმართება, რომელზეც საცობებთან დაკავშირებულ საკითხზე იმსჯელებენ. შეხვედრას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დაეწრებიან.
11:00
მეფუტკრეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს მეფუტკრეთა გილდიის თავმჯდომარე გიორგი კეპაშვილი გახსნიან. მისამართი: გორგასლის ქ #4ა .
11:00
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ნუგზარ წიკლაური გამართავს. თემა: უკრაინაში ქართველი მებრძოლის გარდაცვალება და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში იურისტი, ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელბახიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: პუტინის განცხადება საქართველოს შესახებ, ასოცირების რატიფიცირება, საყდრისის საბადო, უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი.
11:30
„პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლებას“ წევრი გიორგი მღვდელაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ნაციონალური მოძრაობის ბიზნეს ინტერსები, დაფინანსების წყაოები და დაგროვილი მილიონები. მისამართი: წერეთლის გამზირი #116, ბიზნეს-ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მეორე სართული საკონტაქტო პირი: ლიკა ჯურხაძე 555 557 552
11:30
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში დავით ზურაბიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უკრაინაში ქართველი მებრძოლის გარდაცვალება და მიმდინარე პოლიტიკური.
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ბრიფინგს გამართავს. თემა: პუტინის განცხადება საქართველოს შესახებ, ასოცირების რატიფიცირება, საყდრისის საბადო, უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი.
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: პუტინის განცხადება საქართველოს შესახებ, ასოცირების რატიფიცირება, საყდრისის საბადო, უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი.
13:00
მთავრობის კანცელარიის შენობასთან, პენსიონერები, უნარშეზღუდული პირები, ბანკის კრედიტებით დაზარალებულები და სხვა დაინტერესებული სოციალური და პროფესიული ჯგუფები აქციას გამართავენ.
13:00
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი საგარეო საკითხებში გიორგი რუხაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცერება, საქართველო-უკრაინა. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე ფიქრია ჩიხრაძე ბრიფინგს გამართავ. თემა: პუტინის განცხადება საქართველოს შესახებ, ასოცირების რატიფიცირება, საყდრისის საბადო, უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი.
13:00
„ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში, სამეცნიერო ჟურნალ – „ახალგაზრდა ადვოკატების“ მეორე ნომრის პრეზენტაციას გამართავს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. მისამართი: ძმ. ზუბალაშვილების #36 საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
13:00
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირეტორი სტეფან ჰეიკინი, კასპის მუნიციპალიტეტში 113 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღებს გადასცემენ. მისამართი: კასპის მუნიციპალიტეტი, სააკაძის ქ #10
13:00
“უსინათლოთა უფლებების დაცვის ასოციაციის” წევრები, პენსიის გაზრდის მოთხოვნით მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავენ, აქციის მონაწილეებს მათივე თხოვნის საფუძველზე “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია შეხვდება.