ესპანეთში ახალი კანონის დამტკიცებას აპროტესტებენ

  ესპანეთში „საჯარო უსაფრთხოების შესახებ“ კანონის დამტკიცებას აპროტესტებენ. რამდენიმე ათასმა დემონსტრანტმა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გამართა. მათი აზრით, მთავრობა ეკონომიკური კრიზისით უკმაყოფილო მოსახლეობის განეიტრალებას ცდილობს. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, ესპანეთის სახელმწიფო დროშის დაწვისა და სამთავრობო შენობებთან აქციების გამართვის გამო, ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტი დასამტკიცებლად სენატს გადაეგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები