ვლადიმერ პუტინი: რუსეთის დაშინებას ვერავინ შეძლებს

  რუსეთის დაშინებას ვერავინ შეძლებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში სამხედროების პატივსაცემად გამართულ კონცერტზე განაცხადა. პუტინის თქმით, რუსეთი დაშინება არასოდეს არავის არ გამოსვლია.
“კეთდება ღია განცხადებები, რომ რუსეთმა საფასური უნდა გადაიხადოს თავისი დამოუკიდებელი პოზიციისთვის, თანამემამულეების მხარდაჭერისთვის, ყირიმისთვის, სევასტოპოლისთვის, ხანდახან კი მგონი იმისთვისაც, რომ ვარსებობთ. ცხადია, რომ ვერავინ შეძლებს რუსეთის დაშინებას, შეჩერებას და იზოლაციას. ეს არასოდეს არავის გამოუვიდა”, – განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები