ირაკლი ღარიბაშვილი ვლადიმერ პუტინის განცხადებას პასუხობს

  ჩვენ გვაქვს პრინციპულად ჩამოყალიბებული მზაობა, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრა შედგეს, მაგრამ როდის, როგორ და რა ფორმატით შედგება, ამას სჭირდება კარგი მომზადება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერის თქმით, შეხვედრა უნდა იყოს მიმართული კონკრეტულ შედეგზე.
“ჩვენ გვაქვს პრინციპულად ჩამოყალიბებული მზაობა, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს, მაგრამ როდის, როგორ და რა ფორმატით შედგება, ამას სჭირდება კარგი მომზადება, კარგი გაანალიზება. შეხვედრა შეხვედრისთვის, მიმაჩნია, რომ არასწორია. შეხვედრა უნდა იყოს მიმართული კონკრეტულ შედეგზე და ასეთ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზაობას, რომ ასეთი შეხვედრისთვის საქართველოს მთავრობა, რომელიც არის გადაწყვეტილების მიმღები, მიიღებს მონაწილეობას და პირადად მეც მივიღებ მონაწილეობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები