ანუკი არეშიძე “ამბიენსის” ნაძვის ხის კონკურსში მონაწილეობს

  მაღაზია “ამბიენსი” ახალ წელთან დაკავშირებით სახალისო კონკურსს აწყობს.
კონკურსში მონაწილე პირებმა 20 დეკემბრამდე ნაძვის ხის ფოტო სოციალურ ქსელში უნდა განათავსონ, სადაც ნაძვის ხე “ამბიენსის” ჯადოსნური სათამაშოებით არის მორთული.
მაღაზია “ამბიენსის” მიერ საახალწლოდ გამოცხადებულ კონკურსში ბევრი ადამიანია ჩართული, მათ შორის ყველასთვის საყვარელი ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე.
როგორც დიზაინერი სოციალურ ქსელში წერს, მისი ნაძვის ხე ასეთ კონკურსში პირველად მონაწილეობს.
„კონკურსში პირველად ვმონაწილეობ, უფრო სწორედ ჩემი ნაძვის ხე მონაწილეობს, თქვენი იმედი მაქვს“, – წერს დიზაინერი სოციალურ ქსელში.
გამარჯვებულები 25 დეკემბერს გამოვლინდებიან. პირველი ადგილის მფლობელს “ამბიენსი” გამოავლენს, ხოლო მეორე და მესამე ადგილი „ლაიქების“ მიხედვით გამოვლინდება. გამარჯვებულებს სასაჩუქრე ბარათები და სხვა სიურპრიზები ელოდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები