„პუტინის განცხადება ნიშნავდა მზადყოფნას იმ პოლიტიკის შესარბილებლად, რომელსაც დღეს რუსეთი ადგას“

   საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, პარლამენტარმა გია ჟორჟოლიანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაზე ისაუბრა, სადაც პუტინმა რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
ჟორჟოლიანის განცხადებით, საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით დღეს საამისო ვითარება არ არსებობს, თუმცა პუტინის მხრიდან ამის გაჟღერება ნიშნავდა მის მზადყოფნას, გარკვეულად შეარბილოს ის პოლიტიკა, რომელსაც დღეს რუსეთი ადგას.
„ პუტინის მხრიდან ამის გაჟღერება ნიშნავდა პუტინის მზადყოფნას იმ პოლიტიკის შესარბილებლად, რომელსაც დღეს რუსეთი ადგას. თუ შერბილდა ის სიტუაცია, რომელიც დღეს არსებობს, შესაძლოა, დაიწყოს მსჯელობა, გარკვეული ურთიერთობები. ეს ჯობია იმას, ვიდრე ის, რომ ვიყოთ შემყურენი, გარეთ რა მოხდება. მოლაპარაკება შეიძლება იყოს იმაზე, რომ დღეს რუსეთის მიერ აღიარებულ ტერიტორიებზე როგორი იქნება რუსეთის მოქმედებები და როგორი შეიძლება იყოს საქართველოს მოქმედებები. შესაძლოა, ჩვენ გვქონდეს ჰუმანიტარული, ან ეკონომიკური მოქმედებები და ასე შემდეგ. საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით დღეს საამისო ვითარება არ არსებობს, არ მგონია, რომ იყოს შესაძლებელი, რომ შეხვედრებმა და ლაპარაკმა და ხელის ჩამორთმევამ ამას უშველოს. მე მგონია, რომ საერთაშორისო კონტექსტი და თანამიმდევრული პოლიტიკა მიგვიყვანს ვითარების გაუმჯობესებამდე. ამაზე წივილ- კივილი და პოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვახდენთ ამ საკითხის პრიმიტივიზაციას და ამით ამ საკითხის გადაწყვეტას უფრო ვშორდებით, ვიდრე ვუახლოვდებით“,- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები