ევროპის საბჭო და ევროკავშირი საქართველოს და 5 ქვეყანას 33,8 მლნ ევროს გამოყოფს

  ევროპის საბჭო და ევროკავშირი საქართველოსთვის და კიდევ 5 ქვეყნისთვის 33,8 მლნ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ შეთანხმებას ბრიუსელში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ და ევროკომისიის სამეზობლო საკითხების დირექტორატის ხელმღვანელმა მიკაელ კიოჰლერმა ხელი მოაწერეს.
ევროპის საბჭომ და ევროკავშირის კომისიამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.
ევროპის საბჭოს ინფორმაციით, შეთანხმება საქართველოსთვის, უკრაინისთვის, მოლდოვასთვის, ბელორუსისთვის, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის 2015-2017 წლებში 33,8 მილიონი ევროს გამოყოფას და ამ ქვეყნებში ერთობლივი პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები