დღეს “თავისუფალი თაობა” სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკის არსებობას გააპროტესტებს
დღეს, ახალგაზრდული ორგანიზაცია “თავისუფალი თაობა” მიხეილ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკის არსებობას გააპროტესტებს, – ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა“ 20 დეკემბერს, 17:00 საათზე გამართავს საპროტესტო აქციას მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე (ბოჭორიშვილის მხრიდან). აქციის მთავრი მოთხოვნა იქნება, გადაერქვას მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკას სახელწოდება და დაერქვას საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი, რადგან გამსახურდია ქართველი ხალხისათვის არის თავისუფლების მომტანი და ის იმსახურებს ასეთ პატივს, ხოლო სააკაშვილი უკვე დიდი ხანია გარკვეულია, რომ არის სადისტი, კრიმინალი, ბოროტმოქმედი და საკუთარი ერის გამძარცველი პიროვნებაა, რომელიც არ იმსახურებს, ბიბლიოთეკა ატარებდეს მის სახელს, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად ბიბლიოთეკაში მიმდინარე პროცესებზე, სადაც ხდება ახალგაზრდა თაობის დეგრადაცია და მათთვის „ნაციდეოლოგიის“ თავსმოხვევა და დაპროგრამება, რისი მთავრი ხელმძღვანელიც მიხეილ სააკაშვილია, სწორედ ამიტომ მოვითხოვთ ბიბლიოთეკის სახელს ამოფარებულ ”ნაცმოძრაობის” ოფისს ჩამოვხსნათ ნიღაბი და აღნიშნულ დაწესებულებას ღირსეულად ეწოდოს ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.