“ჩემი ვარსკვლავი საქართველოა” – რას წერდა ფეისბუქში გარდაცვალებამდე უკრაინაში დაღუპული ქართველი

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ალეკო გრიგოლაშვილის ერთ-ერთი მეგობარი მისსა და გრიგოლაშვილის ფეისბუქმიმოწერას აქვეყნებს, სადაც ქართველ მებრძოლს მეგობარს სწერს, რომ არ ეშინია უკრაინაში საბრძოლველად წასვლის და მოსალოდნელი საფრთხის, რადგან მისი დანიშნულება “უსამართლობის წინააღმდეგ ომია“. “ჩემი ვარსკვლავი საქართველოა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მუდამ იკაშკაშოს“, – წერს მეგობარს ალეკო გრიგოლაშვილი.
გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკრაინაში შეტაკებისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, “კვირას“ უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა დაუდასტურეს.
“კვირასთან“ საუბრისას ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ 30 -წლამდე მამაკაცი ქართული ლეგიონის წევრი იყო და უკრაინაში დაახლოებით სამი თვეა იბრძოდა.
ინფორმაცია, რომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, ერთ-ერთმა პოლონელმა ჟურნალისტმა გაავრცელა. საქართველოს მოქალაქე სეპარატისტებთან მომხდარ ბრძოლას ემსხვერპლა.
უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

10872192_326358490903674_1412502337_n (1)

10863553_326358500903673_1199297577_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები