რუსთავში, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ორი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება

რუსთავში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხვალ ორი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მიწვეული არიან მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიული კორპუსის წარმომადგენლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ზუბადალაშვილი ორი წლის მუშაობის შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს. პრეზენტაციის შემდეგ კი სააგენტოს 10 თანამშრომელი დაჯილდოვდება.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება შსს-ს სპორტულ კლუბ „MIA Force“-ის და მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ახალი ავტომობილები, სახელმწიფო სანომრე ნიშნების საბეჭდი დანადგარი, მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ახალი 3D ფორმატის ბილეთები, სააგენტოს მიერ განხორციელებული რეფორმების ამსახველი ვიდეორგოლი და საინფორმაციო ბუკლეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები