პრემიერი ლარის კურსთან დაკავშირებით: სიტუაციას ვაკონტროლებთ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ცვლილება რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან არის მიბმული. ამასთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
“ლარის კურსი მე მგონი კონტროლ ქვეშ გაქვთ, ბატონო ნოდარ და ბატონო გიორგი, ვიცი, რომ თქვენ გაქვთ კომუნიკაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან. სიტუაციას ვაკონტროლებთ. ეს არის მცურავი კურსი და, რა თქმა უნდა, მიბმულია რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან. მაგრამ, სიტუაცია არის კონტროლქვეშ და თუ საჭირო გახდა ეროვნული ბანკი ამ სიტუაციის დარეგულირებაში ჩაერევა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები