„გამოუვალი მდგომარეობა“ ახალი წლის ღამეს „ამბასადორი გოლფ კლუბში“ შეხვდება

ახალი წლის საღამოს მუსიკალური ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ კაჭრეთში, „ამბასადორი გოლფ კლუბში“ შეხვდება,- ამის შესახებ „კვირას“ ბენდის სოლისტმა ვანიკო თარხნიშვილმა განუცხადა.
ვანიკო თარხნიშვილი დაგეგმილ საახალწლო საღამოს არა მარტო მუსიკალურ შემსრულებლად, არამედ ღონისძიების წამყვანადაც მოგვევლინება და სასტუმროში შეკრებილ საზოგადოებას სადღესასწაულო განწყობის შექმნაში დაეხმარება.
„ ახალი წლის ღამეს ჩვენი ჯგუფი „ამბასადორი გოლფ კლუბში“ შევხვდებით და გაჟღერდება ყველა ის ჰიტი, რომელიც ჩვენს რეპერტუაშია და რომლითაც ახლახან კონცერტით წარვდექით საზოგადოების წინაშე. გარდა ამისა, გავუძღვები მთლიან საღამოს და ვეცდები, თითოეულ სტუმარს ამაღლებული განწყობა ჰქონდეს“,- განაცხადა „კვირასთან“ საუბრისას ვანიკო თარხნიშვილმა.
„ამბასადორი გოლფ კლუბში“ 31 დეკემბერს, 21:30 საათზე დაიწყება საახალწლო საღამო, სტუმრების მიღება კი – დღის სამი საათიდან. საღამოს საკარნავალო სახე ექნება. აქცენტი თეთრ და ვერცხლისფერ მორთულობაზე გაკეთდება, იქნება ნიღბებიც, რომელსაც სასტუმროს ადმინისტრაცია თავადვე გადასცემს სტუმრებს.1743596_890512397660272_3083481538222339544_n
გათამაშდება სხვადასხვა პრიზი, იქნებიან ანიმატორები, რომლებიც სტუმრებს თავად ჩართავენ სხვადასხვა ნომერსა და ღონისძიებაში. 12 საათზე, გრანდიოზული ფოიერვერკის შემდეგ, მთელი ღამის განმავლობაში დიჯეი შეასრულებს მსოფლიო ჰიტებს. ამბასადორი სტუმრებს სადღესასწაულო პაკეტს სთავაზობს. სასტუმროს სადღესასწაულო პაკეტი 31 დეკემბრიდან ამოქმედდება და 2 იანვრამდეა გაწერილი. საახალწლო პაკეტის შეთავაზებაში შედის საახალწლო სუფრა და სამჯერადი ძალიან დატვირული კვება, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც სამარხვო, ასევე არასამარხვო საკვებიც. ამავე პაკეტის მიხედვით, სტუმრებს შეეძლებათ ყველა იმ გასართობი ფასიანი თუ უფასო სერვისებით ისარგებლონ, რომელიც სასტუმროს აქვს, იქნება ეს გოლფი, ჩოგბურთის მოედანი, კაზინო თუ სხვა.

სასტუმროს ნომრების დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე: 551 54 10 03.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები