გია ვოლსკი ევროპარლამენტარ მოგვარის ინიციატივას უსიამოვნო ფაქტს უწოდებს

ჩემმა მოგვარემ გადაწყვიტა, რომ მას აქვს უფლება მიხილ სააკაშვილი ევროპარლამენტში მიიწვიოს, თუმცა დასასწრები ადგილი არის ჩვეულებრივი მოქალაქეთა სექცია, – ამის შესახებ დეპუტატმა გია ვოლსიკიმ იაცეკ სარიუშ ვოლსკის მიერ გამოთქმული სურვილის თაობაზე კომენტირებისას განაცხადა.
“ასე გადაწყვიტა ჩემმა მოგვარემ, „სახალხო პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომ მათ უფლება აქვთ, მიიწვიონ, თუმცა დასასწრები ადგილი არის ჩვეულებრივი მოქალაქეთა სექცია. ვნახოთ, თვითონ თუ მოინდომებს. ყოველ შემთხვევაში, უსიამოვნო ფაქტია, ადამიანი, რომელიც ევროპული ფასეულობებისგან შორს დგას, ასეთ ღონისძიებაზეა მიწვეული. მაგრამ მაინც „სახალხო პარტიის“ სოლიდარობის მნიშვნელოვანმა გავლენამ და მათმა უფლებამ გადაწყვიტა ეს საკითხი”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
“სახალხო პარტიამ”, კერძოდ, მისმა ერთ-ერთმა წევრმა, იაცეკ სარიუშ ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების რატიფიცირებაზე დასწრების სურვილი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები