ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული მსაჯების სასამართლო სხდომა განახლდება
ე.წ. ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებული მსაჯების სასამართლო სხდომა დღეს, 14:00 საათზე, განახლდება. ერთ – ერთი ბრალდებულის თეიმურაზ ხუჭუას ადვოკატის ზურაბ ბელთაძის ინფორმაციით, მხარეები საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.
დაცვის მხარემ საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას. თეიმურაზ ხუჭუამ საკუთარი ქმედება აღიარა, გამოძიებასთან ითანამშრომლოა, საპროცესო შეთანხმების პასუხს ველოდებით, პირობების დაზუსტება მიმდინარეობს“, -აღნიშნა ზურაბ ბელთაძემ. შეგახსენებთ, რომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 8 მსაჯი მიმდინარე წლის სექტემბერში დააკავეს.